“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 28 იანვარი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს "მთავარი არხის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო და მიმდინარე პროცესებს აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს თავისუფალი მედიის ფუნქციონირებისათვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მასობრივი ძალადობა და უკანონობა ხორციელდება მედიისა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის მხრიდან პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.

 

27 იანვარს ტელეკომპანია "მთავარი არხის" განცხადებით, ტელევიზიას შეუწყდა სატელიტური მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ამასთან, იზღუდება მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე. შეჩერებულია სარეკლამო შემოსავლების მიღება და რეიტინგების მონიტორინგის მომსახურება. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ჟურნალისტებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი ჩართვები მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრიდან.

 

კრიტიკული მედიის ფუნქციონირების შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალების ფუნქციონირებას, არამედ პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქებას და საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ტელეკომპანია "მთავარი არხის" თანამფლობელ ზაზა ოქუაშვილს და დირექტორ გოგი ქურდაძეს, შეწყვიტონ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ტელევიზიის საქმიანობის გაძლიერების კი არა, არამედ მისი საქმიანობის შეზღუდვის და საბოლოოდ შეწყვეტისკენ არის მიმართული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში დაცული იყოს მედიის უფლებები, მათ შორის თქვენი ტელევიზიის თანამშრომლების, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები და არ მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის შემცირება და გაშუქების შეზღუდვა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024